ფეხბურთი

13:04 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოყვარულთა თასი დაიწყო (+VIDEO)

11 სექტემბერს, ჩხოროწყუში "მოყვარულთა თასმა" აიღო სტარტი. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლები „ჩხოროწყუ“ და „მარდუქი“. ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტებმა ლევან კობიაშვილმადა ბერდია ჯიბლაძემ სიტყვით მიმართეს. მათ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.

გახსნის მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდები ჩხოროწყუს "დაბა" და მუხურის "მასქური" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩხოროწყუს "დაბამ" 4:1 გაიმარჯვა.

მოყვარულთა თასში მთელი საქართველოს მასშტაბით 5000- ზე მეტი ფეხბურთელი მონაწილეობს, ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სფფ-ის პრესსამსახურის ვიდეო

0.1343