კალათბურთი

17:05 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისმა” აკაკი ლომოურიც დაიმატა

საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისმა” გიორგი ცინცაძის გარდა, კიდევ ერთი მოთამაშე შეიმატა. მომავალ სეზონში ქუთაისელთა ღირსებას 25 წლის ფორვარდი აკაკი ლომოური (სიმაღლე 200 სმ.) დაიცავს, რომელიც შორეული ტყორცნების საუკეთესო შემსრულებლად ითვლება და 3-ქულიანების კონკურსი ორჯერ აქვს მოგებული.

ლომოიური ქუთაისში გადასვლამდე სამედიცინო აკადემიის, სტუ-ს, „შსს აკადემიის“ და “აკადემიის“ გუნდებში თამაშობდა და სუპერლიგის ორგზის გამარჯვებულია.

აკაკი ლომოური: „არ დავმალავ და ძალიან გამიხარდა, როცა ქუთაისური კლუბის მესვეურები დამიკავშირდნენ. დაუფიქრებლად დავთანხმდი მათ წინადადებას. კოტე ტუღუშის ფაქტორმაც იმოქმედა გადაწყვეტილებაზე. მისი ხელმძღვანელობით ადრეც მითამაშია.

ვიცი, გუნდში ყოველთვის კარგი, მეგობრული ატმოსფეროა. პირადად ჩემი და ჩემი ახალი თანაგუნდელების მთავარი მიზანი ის იქნება, რომ კლუბმა ღირსეულად შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული და კიდევ ბევრჯერ გაახაროს მართლაც რომ ყველაზე მაგარი გულშემატკივარი“.

0.118231