ფეხბურთი

11:46 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალბანელები და მაკედონიელები შეწყვეტილ თამაშს დღეს დაასრულებენ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩი ალბანეთისა და მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც გუშინ 75-ე წუთზე შეწყდა, დღეს გაიმართება. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

შეხვედრის შეწყვეტის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, ძლიერი წვიმის გამო სტადიონ “ლორო ბორჩზე” თამაში შეიძლებელი შეიქნა. მატჩის შეწყვეტის დროს ანგარიში 1:1 იყო. ახლა კი გუნდები დარჩენილ 15 წუთს ითამაშებენ.

ალბანეთისა და მაკედონიის ნაკრებები შესარჩევ G ჯგუფში ესპანეთის, იტალიის, ისრაელისა და ლიხტენშტეინის ეროვნულ გუნდებთან ერთად ასპარეზობენ.

0.13012