სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:35 | 25.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსი” ლავის გაშვებას არ აპირებს

ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის “კლივლენდ კავალიერსის” ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კევინ ლავის გაშვებას არ აპირებს და რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლავი გუნდს ტოვებდა უარყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით ლავს, “კლივლენდთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. შემდეგ სეზონში ლავი 21.1 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასულ სეზონში, კევინ ლავი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16 ქულას, 9.9 მოხსნას და 2.4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.104701