ფეხბურთი

22:41 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ივიჩი: "დინამო" კარგი გუნდია"

თესალონიკის პაოკის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა „დინამოს“ (3:0) ძლევის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. სერბი სპეციალისტის განცხადებით, პირველი ტაიმი მეტოქემ უკეთ ჩაატარა და ადვილი შესაძლებელი იყო შესვენებაზე სხვა შედეგით გავსულიყავითო.

მანვე აღნიშნა, რომ „დინამოში“ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ასეთი ანგარიშით გამარჯვებას თამაშამდე არ ველოდებოდიო.

ვლადიმირ ივიჩი (პაოკის მთავარი მწვრთნელი): „დიახ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. პირველი 45 წუთი შედარებით ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ და მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. სიმართლეა ის, რომ ნამდვილად პრობლემის წინაშე ვდგები ისეთი თამაშის დროს, როგორიც პაოკმა დღეს აჩვენ პირველ ტაიმში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო მესამე ოფიციალური თამაში და ჯერ კიდევ ყველაფერი გამოსწორებადია. ფეხბურთში დასაშვებია შეცდომები, ამის გარეშე ვერავინ თამაშობს. შეცდომები დავუშვით ჩვენც და მეტოქის გუნდმაც. მთავარი ისაა, რომ დავინახოთ ეს ყველაფერი და გამოვასწოროთ მომავალში.

მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ ძლიერია. მას ჰყავს მაღალი დონის მოთამაშეები და პირველი ტაიმი ადვილი შესაძლებელი იყო „დინამოს“ სასარგებლოდ დასრულებულიყო და ამის კარგი შესაძლებლობაც ჰქონდა. ჩემთვის ცნობილია, რომ მათ შეტევის ხაზში ჰქონდათ პრობლემები ტრავმების მხრივ, ისევე როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ მეორე ნახევარში, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ 60-70% იყო ჩვენი შესაძლებლობების. ჩვენ გვყავს ბევრი ახალი მოთამაშე, 7-8 ფეხბურთელი მათგან დღეს მოედანზე იყო და არცერთი გუნდისთვის არაა ადვილი აჩვენოს ხარისხიანი ფეხბურთი ასეთ დროს ბევრი ახალწვეულით.

მე ნამდვილად მჯეროდა, რომ თამაშის წინ შანსი თანაბარი იყო, რადგან „დინამოში“ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ“, - განაცხადა ივიჩმა.

0.116997