ფეხბურთი

13:12 | 5.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" ახალწვეულები წარადგინა

ახალი სეზონის დაწყების წინ, ქუთაისის „ტორპედომ“ ახალწვეულები წარადგინა. სეზონს იმერული კლუბი 8 ახალწვეულით ხვდება. ესენი არიან: ჰოლანდიელი ლეგიონერი იურგენ რომანო კოლინი, რომელიც 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს; გუგა ფალავანდიშვილი - 5-ნომრიანი მაისურით გაირჯება; გიორგი გურული - 27-ნომრიანი მაისურით; ავთო ენდელაძე - 11-ნომრიანი მაისურით; გრიგოლ დოლიძე - 22-ნომრიანი მაისურით; ალექსი ბენაშვილი - 77-ნომრიანი მაისურით; ცოტნე მესხი -20-ნომრიანი მაისურით.
პირველლიგელ წყალტუბოს „სამგურალში“ ადრე განათხოვრებულ მცველ ზურაბ ფანცხავას გარდა იჯარით ითამაშებს ტორპედოელი მეკარე ტარიელ ხაინდრავაც. „ტორპედოს“ კი როინ კვასხვაძის და მაქსიმე ქვილითაიას შემდეგ მესამე კიპერად 19 წლის მამუკა ქვილითაია ეყოლება. იგი თბილისის “დინამოს“ ფორვარდის გიორგი ქვილითაიას ძმა გახლავთ და აქამდე პირველი ლიგის დონეზე თამაშობდა. მამუკას 49-ნომრიანი მაისური ერგო.

ახალ სეზონს ქუთაისელები 7 აგვისტოს გახსნიან - 28-ე, გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო ტურში „ტორპედო“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს.

ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური

0.181988