მადრიდის “რეალის” ვარსკვლავს პორტუგალიელ შემტევს კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას რონალდუმ პორტუგალიურ მედიასთან განაცხადა.
“ტელეფონით “რეალის” პრეზიდენტს ვესაუბრე. როცა უკან მადრიდში დავბრუნდები ჩვენ ამ თემას დაწვრილებით განვიხილავთ. რა თქმა უნდა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა”- განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს “რეალთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.