ნბა-ს 2016 წლის დრაფტის პირველ რაუნდში 14 არაამერიკელი იქნა არჩეული, რაც ყველა დროის რეკორდია. უცხოელია დრაფტის პირველი ნომერიც: ავსტრალიელი ბენ სიმონსი მომავალ სეზონში “ფილადელფია სიქსერზის” ღირსებას იცავს.
საინტერესოა, რომ საუკეთესო ათეულში ერთბაშად 6 უცხოელი მოხვდა. სრულად დრაფტის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:
- ბენ სიმონსი (ავსტრალია, ფორვარდი, ლუიზიანა) – “ფილადელფია”
- ბრენდონ იგრემი (ფორვარდი, დიუკი) – “ლეიკერსი”
- ჯეილენ ბრაუნი (ფორვარდი, ბერკლი) – “ბოსტონი”
- დრაგან ბენდერი (ხორვატია, ფორვარდი, მაკაბი თ-ა) – “ფინიქსი”
- კრის დანი (გამთამაშებელი, პროვიდენსი) – “მინესოტა”
- ბადი ჰილდი (ბაჰამის კ-ბი, მცველი, ოკლაჰომა) – “ნიუ ორლეანი”
- ჯამალ მიურეი (კანადა, მცველი, კენტუკი) – “დენვერი”
- მარკიზ კრისი (ფორვარდი, ვაშინგტონი) – “საკრამენტო”. გაცვლილ იქნა “ფინიქსში” ბოგდან ბოგდანოვიჩზე უფლებაზე
- იაკობ პიოლტლი (ავსტრია, ცენტრი, იუტა) – “ტორონტო”
- ტონ მეიკერი (სამხრეთ სუდანი, ცენტრი, ორანჯვილი) – “მილუოკი”