ფეხბურთი

10:59 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

მადრიდის "რეალი" გახდა პირველი ევროპული კლუბი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5 სხვადასხვა სეზონში ზედიზედ მოიგო (ანუ არც ერთი ფინალი არ წაუგია). "სამეფო კლუბმა" აქამდე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირზე 1998, 2000, 2002 და 2014 წლებში იმარჯვა. ბოლოს კი 1981 წლის ფინალში "ლივერპულთან" 0:1 წააგო.

ზინედინ ზიდანის შეგირდებმა გადამწყვეტ მატჩში მადრიდის "ატლეტიკო" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხეს და ზედიზედ 5 სხვადასხვა სეზონში იზეიმეს გამარჯვება. ჯამში კი "რეალმა" ლიგა 11-ჯერ მოიგო. "ბლანკოსს" ჩემპიონთა თასი ტურნირის ისტორიის დაწყებიდან ზედიზედ 5-ჯერ აქვს მოგებული და ეს რეკორდი დიდი ხანი ხელუხლებელი იქნება.

ზედიზედ სხვადასხვა სეზონში 4 მოგება აქვს კატალონიის "ბარსელონას". "ბლაუგრანამ" 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ბოლოს კი 1994 წელს "მილანთან" წააგო.

0.118754