ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ერთეულთა ტურნირში ცივაძემ “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ სერგეი ფომინს 6:3, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი მე-7 ნომრად განთესილ ინდონეზიელ კრისტოფერ რუნგკატთან 7:6 (7:5), 2:6, 1:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში ცივაძემ და ყაზახმა დენის იევსეევმა რუსებს – ბობორიკინს და შახნუბარიანს 6:3, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ყაზახ ხასანოვთან და რუს კოზიუკოვთან 6:3, 1:6, 5:10 წააგეს.