კალათბურთი

1:07 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” დიდი უპირატესობა გაანიავა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “ანადოლუ ეფესს” ესტუმრა და მართალია, შეხვედრის მიმდინარეობისას 16 ქულითაც კი იგებდა, 71:80 დამარცხდა.

ქართველი მცველის გუნდისთვის კატასტროფული დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 33:14 მოიგეს. მარკოიშვილმა მოედანზე 23:46 წუთი დაჰყო და 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 2-ვე ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“დარუშაფაკას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი სკოტი ვილბეკინი გახდა 17 ქულით, მასპინძელთაგან კი ფრანგი გამთამაშებელი ტომას უერტელი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულიდან უმეტესი ბოლო ათწუთეულში ჩააგდო.

ნახევარფინალის მე-2 მატჩს 26 მაისს ისევ "ანადოლუ ეფესი" უმასპინძლებს, 28-ში კი სერია “დარუშაფაკას” სარბიელზე გადაინაცვლებს. სერია სამ მოგებამდეა.

0.11325