ფეხბურთი

14:34 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტვენტე” ერედივიზიონიდან მოკვეთეს

ჰოლანდიის 2009-2010 წლების სეზონის ჩემპიონი “ტვენტე” ქვეყნის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით მომავალ სეზონს ქვედა ლიგაში დაიწყებს.

როგორც ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბის ერედივიზიონიდან მოკვეთის მიზეზი ფინანსური რეგლამენტის დარღვევა გახდა. ამის გამო “ტვენტეს” პროფესიონალური კლუბის სტატუსის ჩამორთმევაც ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ 45 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და დაქვეითებით დაისაჯა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში “ტვენტეს” სამი წლით აეკრძალა ევროთასებზე გამოსვლა, რადგან კლუბმა ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის სალიცენზიო კომისიას, საინვესტიციო კომპანია Doyen Sports-თან დამატებითი შეთანხმების შესახებ არ აცნობა, რითაც კომისია შეცდომაში შეიყვანა და 2014-2015 წლების სეზონისთვის ევროპის ლიგაზე ასპარეზობის ლიცენზია არაკანონიერად მიიღო.

“ტვენტემ” 2015-2016 წლების სეზონი ერედივიზიონში მე-13 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116239