ფეხბურთი

10:21 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი “კარპატიდან” მიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი უგუნდოდ რჩება. როგორც 27 წლის ფეხბურთელმა “კარპატის” ოფიციალურ ვებგვერდს უთხრა, ჯერ არ იცის, თუ სად ითამაშებს მომავალ სეზონში.

“თავისუფალი აგენტი ვხდები – უთხრა დაუშვილმა “კარპატის” ვებგვერდს, - მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ჯერ არ გადამიწყვეტია თუ სად ვითამაშებ. ყველა ვარიანტს განვიხილავთ, რის შემდგომაც გადაწყვეტილებას მივიღებ, - თქვა 27 წლის ქართველმა.

ამასთან, დაუშვილმა დონეცკის “შახტართან” (1:2) ჩატარებული მატჩის შესახებაც ისაუბრა:

ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეგო, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდა. თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა ცუდი დასასრული ჰქონდა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგი ასეთი არ გამოდგა. პენალტმა გაგვტეხა.

იყო თუ არა თამაშის წესის დარღვევა? – ამას მე ვერ შევაფასებ. კომპეტენტურ ორგანოებს უნდა ჰკითხოთ. ისე, მეჩვენება, რომ ასეთ დარღვევებზე პენალტს არ ნიშნავენ. შემიძლია ვთქვა, ასპროცენტიანი თერთეტრიანი არ იყო, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

ვფიქრობ, “შახტარი” ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით შუა ხაზში. ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს. ჩვენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შევძელით, წარუმატებელი მხოლოდ შედეგი აღმოჩნდა.

ცუდია, რომ ევროპა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ. ეს ჩვენი დიდი მინუსია. თუმცა, გუნდს აქვს პოტენციალი და მჯერა მომავალ წელს “კარპატი” ევროტურნირებზე ითამაშებს”, - განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, დაუშვილი ლვოვის “კარპატს” 2012 წელს შეუერთდა და მას შემდგომ 83 მატჩში ამ გუნდს ერთი გოლით შეეწია.

0.554721