სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:40 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ანტირეკორდი

კატალონიის “ბარსელონამ” ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “ბლაუგრანას” ლა ლიგაში ზედიზედ სამი წაგება (“რეალთან”, “სოსიედადთან” და “ვალენსიასთან”) დაუგროვდა. ასეთი რამ კი ბოლოს 2003 წელს “მოეხერხებინა”. დიახ, “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატში მიჯრით სამ თამაშში ხელმოცარული 13 წლის წინ, იანვარში გახლდათ, როცა გუნდს ლუის ვან გაალი წვრთნიდა, ხოლო პრეზიდენტი ჟოან გასპარი გახლდათ.

სხვათა შორის, კატალონური გრანდის ამჟამინდელი თავკაცი ლუის ენრიკე, მაშინ “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო. აღსანიშნავია, რომ მესის და კომპანიას გარდა სამი წაგებისა, ოთხი თამაშია არ მოუგია და შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ ერთი მოიპოვა.

ასეთი ცუდი თამაში სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად ისახება და ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია: “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” 76-76 ქულა აქვთ, ხოლო იქვე მადრიდის “რეალია” 75 ქულით. წინ კი, კიდევ 5 ტურია...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116063