ფეხბურთი

11:00 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "მატჩამდე ფეხბურთელებს ვეუბნები, ეს სეზონის ბოლო შეხვედრაა"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს შეხვედრის დაწყებამდე ფსიქოლოგიურად ამუშავებს.

"სანამ მოედანზე გავალთ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაა, ეს ჩემი სამსახურია." - ციტირებს Sky Sports-ი იტალიელის სიტყვებს.

32 ტურის შემდეგ "მელიებს" სატურნირო ცხრილში 69 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" 7 ქულით უსწრებენ. 10 აპრილს რანიერის გუნდი სტუმრად "სანდერლენდს" დაუპირისპირდება, ხოლო "მამლები" შინ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელ "მანჩესტერ უნაიტედს" მიიღებენ.

0.113714