“სან ანტონიომ” გასვლაზე “იუტა” 88:86 დაამარცხა და ტიმ დანკანი ნბა-ს ისტორიაში გახდა მესამე კალათბურთელი, ვისაც 1000 გამარჯვება დაუგროვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
დანკანმა “იუტასთან” 23 წუთში გუნდს 3 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა.
დანკანი მოგებების რაოდენობით მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩება - რობერტ პერიშს (1014 გამარჯვება) და ქარიმ აბდულ ჯაბარს (1074 მოგება).