საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 7 მაისს იწყება "თბილისის ლიგა 2016", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.
გუნდები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ორ, თანაბარი დონის, ლიგაში. თითოეულ ლიგაში იასპარეზებს 8 გუნდი. ლიგებში პირველიდან მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონატს გააგრძელებენ მეოთხედფინალურ ეტაპზე. მეოთხედფინალში მოთამაშე რვავე გუნდი მოიპოვებს „თბილისის უმაღლესი ლიგის“ საგზურს, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში მონაწილეობას მიიღებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. ჯგუფში მეხუთედან მერვე ადგილებზე გასული გუნდები ასპარეზობას გააგრძელებენ „თბილისის უმაღლესი ლიგის“ ორი საგზურის მოსაპოვებლად.
გუნდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 22 აპრილამდე გაგრძელდება.
თითოეული გუნდის განაცხადში უნდა იყოს არანაკლებ 18 და არაუმეტეს 23 მოთამაშე. ასაკი 16-დან 50 წლამდე. დაუშვებელია განაცხადში პროფესიონალი ფეხბურთელების შეყვანა. პროფესიონალად ითვლება ფეხბურთელი, რომელიც ირიცხება საქართველოს უმაღლესი, პირველი ან მეორე ლიგების რომელიმე გუნდში. ასევე, განაცხადში არ უნდა იყოს ჭაბუკთა ლიგის და ფუტზალის უმაღლეს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი.
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას
ტელ: 593 000 208; 599 171 392.
ელ-ფოსტა: gafageorgia@gmail.com