ფეხბურთი

14:05 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა: პლეიოფისთვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის

4 აპრილს, ახალმა სპორტის სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. საკმაოდ უხვგოლიანი IV ტურის შემდეგ, პლეიოფში მოსახვედრად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. თუკი პირველი-მეორე ადგილების ბედი ფაქტიურად გარკვეულია, დარჩენილი ორი საგზურისთვის ბრძოლაში ერთბაშად ხუთ გუნდი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს რეალურ შანსს.

ტურის პირველი დაპირისპირებაც სწორედ პლეიოფისთვის მებრძოლთა კატეგორიიდან იყო. „შავიზღვისპირული დერბი“ აფხაზეთისა და დინამო ბათუმის მონაწილეობით, საბოლოოდ ვერ გამოდგა საინტერესო და დაძაბული და მხოლოდ მიმდინარე გათამაშების ყველაზე უხვგოლიანი მატჩის სტატუსი მოიპოვა. აფხაზეთმა თავისი ლიდერების, ბიძინა ღუღუნიშვილისა (4 გოლი) და მელტონ ახალაიას (5 გოლი) დამაჯერებელი თამაშის წყალობით 16-4 გაანადგურა მეტოქე და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. აჭარლებს კი დარჩენილ სამ ტურში ქულების მოპოვება ჰაერივით ესაჭიროებათ.

ქულების დაგროვებას დამაჯერებლად განაგრძობს გათამაშების ფავორიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. თბილისთან დაპირისპირებაში, მეტოქემ მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლო მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მეორე ნახევარში თსუ-ს ფეხბურთელების გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა ტაბლოზე ლოგიკური ანგარიში დააფიქსირა - 10-2. ერთადერთი რითიც თბილისის ფეხბურთელებმა შეიძლება თავი ინუგეშონ, ისაა რომ მათ პირველებმა შეძლეს მრისხანე მეტოქის კარში ერთზე მეტი ბურთის გატანა.

ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება უფლისციხისა და სპარტაკს შორის გაიმართა. მატჩის განმავლობაში გორელი ფეხბურთელები სამი ბურთითაც კი იყვნენ წინ, თუმცა სპარტაკელთა და განსაკუთრებით მათი ლიდერის, აბი აჰი ალფონსეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფაქტიურად წაგებული შეხვედრა შემოატრიალეს და 8-5 დაამარცხეს მეტოქე. კოტ დიუვარელმა კი 5 გოლის გატანა მოახერხა და ოთხ ტურში გატანილი 13 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

თსუ-ს მსგავსად 100% შედეგით განაგრძობს ასპარეზობას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი. „ენერგეტიკოსები“ ბოლო ტურში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ და ზედმეტი გართულების გარეშე 10-4 იმარჯვეს.

თსუ და თელასი 4-4 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში განაგრძობენ ყოფნას, სადაც ბურთების უკეთესი სხვაობით უპირატესობა თსუ-ს აქვს.

ბომბარდირები: ალფონსე (სპარტაკი) -13, ახალაია (აფხაზეთი) – 10, ღუღუნიშვილი (აფხაზეთი), სოზაშვილი (თელასი), გ.მახარაძე (დინამო) - 8

04.04.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. IV ტური

დინამო (ბთ) - აფხაზეთი 4-16 (1-5)

გოლები: 10:48’, დარახველიძე (1-0), 10:59’, ღუღუნიშვილი პენ. (1-1), 11:09’, ღუღუნიშვილი (1-2), 13:44’, ფიფია (1-3), 14:17’, ღუღუნიშვილი (1-4), 19:58’, კვარაცხელია (1-5), 21:48’, მახარაძე (2-5), 23:50’, ახალაია (2-6), 24:59’, ხარაიშვილი (2-7), 25:26’, ღუღუნიშვილი (2-8), 25:47’, სებისკვერაძე (2-9), 27:16’, მახარაძე (3-9), 30:50’, სებისკვერაძე (3-10), 31:25’, ახალაია (3-11), 34:28’, ახალაია (3-12), 35:26’, ახალაია (3-13), 36:36’, თოდაძე (ს.კ) (3-14), 37:29’, ტვილდიანი (3-15), 39:11’, დარახველიძე (4-15), 39:54’, ახალაია (4-16)

გაფრთხილება: მახარაძე

დინამო (ბთ): გელა ბერიძე, გ.მახარაძე, თოდაძე, კეკელიძე, შამილაძე სათ.: გუჯაბიძე, გოჩა ბერიძე, ტყეშელიაძე, დარახველიძე, დოლიძე

აფხაზეთი: წამალაშვილი, ხარაიშვილი, სებისკვერაძე, ღუღუნიშვილი, გოგოხიასათ: გელაშვილი, ტვილდიანი, ლაშა ლეჟავა, ახალაია, შველიძე, კვარაცხელია, ოთინაშვილი, რ.გედენიძე, ფიფია

თსუ - თბილისი 10-2 (3-0)

გოლები: 7:21’, სიგუნავა (1-0), 13:25’, ჭუმბურიძე (2-0), 17:09’, კობაიძე (3-0), 22:52’, სიგუნავა (4-0), 24:19’, კობაიძე (5-0), 24:57’ ნიკვაშვილი (6-0), 27:41’, რეხვიაშვილი (6-1), 28:24’, ნ.თურმანიძე (6-2), 28:52’, სიგუნავა (7-2), 35:37’, ბობოხიძე (8-2), 36:34’ , ბობოხიძე (9-2), 37:35’, კაკაბაძე (10-2)

გაფთხილება: სიგუნავა, რეხვიაშვილი

თსუ:ჯამბურია, ჭანუყვაძე, ლუკავა, სიგუნავა, ქურცაძე სათ.:სანიკიძე, ჭუმბურიძე, ნიკვაშვილი, კობაიძე, კაკაბაძე, ბობოხიძე

თბილისი: გედენიძე, მხითარიანი, ნ.თურმანიძე, ჭელიძე, რეხვიაშვილი სათ.: დ.თურმანიძე, ცეცაძე, ჯანელიძე, კარაპეტიანი, მაისურაძე, ხახაშვილი, გაფრინდაშვილი

უფლისციხე - სპარტაკი (თბ) 5-8 (4-2)

გოლები: 8:45’, კბილაძე პენ. (1-0), 13:57’, ალფონსე (1-1), 15:15’ მჭედლიშვილი (2-1), 16:21’ დუ ჟუნიორ (2-2), 18:43’, ლუკაშვილი (3-2), 19:45’, ლუკაშვილი (4-2), 27:02’, მჭედლიშვილი (5-2), 29:31’, ალფონსე (5-3), 32:49’, დუ ჟუნიორ (5-4), 34:38’, ალფონსე (5-5), 35:52’, ალფონსე (5-6), 37:00’, ალფონსე (5-7), 38:23’, სერჟ აბლო (5-8)

გაფრთხილება: ლუკაშვილი, ბალიაშვილი, კანდარელი, ალფონსე გაძევება: მჭედლიშვილი

უფლისციხე: თათანაშვილი, მჭედლიშვილი, ადუაშვილი, ბალიაშვილი, კბილაძე სათ.: ნონიკაშვილი, ნასყიდაშვილი, ლუკაშვილი, შუბითიძე

სპარტაკი: სვანიძე, ალფონსე, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, სერჟ აბლო სათ.:ადეიშვილი, ქუთათელაძე, კანდარელი, ბოიომო

სტუ-თელასი - IBSU 10-4 (4-0)

გოლები: 4:01’, თოფურია (1-0), 8:04’, წვერავა (2-0), 14:46’, ასათიანი (3-0), 15:05’, წვერავა (4-0), 22:07’, სოზაშვილი (5-0), 24:27’, სოზაშვილი (6-0), 24:52’, კურბანოვი (7-0), 25:32’, ლოლუა (7-1), 25:59’, თოფურია (8-1), 30:01’, კურბანოვი (9-1), 31:12’, მაისურაძე (9-2), 34:32’, მაისურაძე (9-3), 35:19’, გველესიანი (9-4), 39:52’, ასათიანი (10-4)

სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, ასათიანი, შელეგია სათ.: თარხნიშვილი, წვერავა, მამულაშვილი, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე

IBSU: ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, ზატუაშვილი, ლოლუა, მაისურაძე სათ.: კალანდია, გველესიანი, ბაირამოვი, წურწუმია, ზოიძე, გურერი

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City, Apple City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.247262