თამაშგარე

12:25 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ფეხბურთიდან წასვლის მერე თავს მოდის სამყაროს მივუძღვნი”

მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ მოდასთან და იმიჯთან დაკაშვირებულ საკითხებს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, ის ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ თავს მთლიანად ამ სფეროს მიუძღვნის.

“ძალიან მომწონს კარგად ჩაცმა და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე. ჩემი ბრენდი ზრდას განაგრძობს. მართალია ახლა ეს საკითხები ჩემთვის უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს, თუმცა მოდა ის სფეროა, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ თავს მივუძღვნი” - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში “ტვიტერის” პირად გვერდზე.

0.116591