ჩოგბურთი

12:38 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკამ ფინალში სერენას აჯობა

“ინდიან-უელსის” მასტერსის ფინალში ვიქტორია აზარენკამ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 6:4, 6:4 დაამარცხა და კარიერაში აღნიშნული ტურნირი მეორედ მოიგო. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.

სერენამ 6 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. აზარენკას 5 ეისი, 8 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ვიკამ 4 შესაძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სერენამ 12 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი.

პირველი სეტის დასაწყისშივე ვიკამ ბრეიკი შეასრულა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მეორე პარტიაში აზარენკა 4:0 დაწინაურდა, უილიამსმა ერთი უკუ-ბრეიკის გაკეთება მოახერხა, მაგრამ შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

აზარენკანამ რეიტინგში 1000 ქულა მიიღო და 1 028 300 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ხოლო სერენამ 501 815 ამერიკული დოლარი.

0.142705