1956. დაიბადა თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს (1981) მედლების მფლობელი. 1979 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი. “33 საუკეთესოთა” შორის დასახელებულია ორჯერ (1978 წელს პირველ ნომრად). საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩაატარა ოთხი მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. თამაზ კოსტავა ღირსების ორდენის კავალერია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1964. აშშ-ის კოლეჯთა ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას 13 ოვერტაიმი დასჭირდა.
1972. ჰენ არონი პირველი პროფესიონალი ბეისბოლისტი გახდა, რომლის ყოველწლიურმა ხელფასმა 200 ათასი დოლარი შეადგინა.
1980. ჰოკეი ეროვნული ლიგის ისტორიაში პირველად გორდი ჰოუმ 800 შაიბა გაიტანა.
ამ დღეს დაიბადნენ
1940. იოჟეფ საბო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კიევისა და მოსკოვის “დინამოს” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატისა და ოლიმპიადა72-ის მესამეადგილოსანი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1961, 1966, 1967, 1968) და თასის მფლობელი (1964, 1966). თასების თასის ფინალისტი (1972). წვრთნიდა კიევის “დინამოს” და უკრაინის ნაკრებს (1996-2000). კიეველებს ოთხჯერ უკრაინის ჩემპიონობა, ორჯერ თასი მოაგებინა.
1952. რაისა სმეტანინა. საბჭოთა (რუსი) მოთხილამურე. თხილამურებით სხვადასხვა დისტანციებზე რბენაში მოგებული აქვს 1976, 1980 და 1992 წლების ზამთრის თამაშების ოროს მედლები. U
1956. თამაზ კოსტავა. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1977) და ბრინჯაოს (1981) მედლების მფლობელი. 1979 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი. “33 საუკეთესოთა” შორის დასახელებულია ორჯერ (1978 წელს პირველ ნომრად). საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩაატარა ოთხი მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. თამაზ კოსტავა ღირსების ორდენის კავალერია.
1988. ბენედიქტ ჰიოვედესი. გელზენკირხენის “შალკეს” და გერმანიის ნაკრების მცველი. 2011 წელს მოიპოვა გერმანიის თასი და სუპერთასი. 2009 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი.