კალათბურთი

20:47 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ვინგსმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო

„ა“ ლიგის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ერთ-ერთი ლიდერი „წყალტუბო“ და ბოლო ადგილზე მყოფი „ვინგსი“ დაუპირისპირდნენ. ეს უკანასკნელი ძალიან ცუდად თამაშობს და პირველ წრეში ყველა - ხუთივე შეხვედრა წააგო. „ვინგსმა“ ვერც ამჯერად შეძლო გამარჯვგება. მატჩის საბოლოო ანგარიშია 67:55 „წყალტუბოს“ სასარგებლოდ.

მატჩი „წყალტუბოს“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველივე მეოთხედში შეძლო გარკვეული უპირატესობის მოპოვება და 21:11 დაწინაურდა. დარჩენილმა დრომ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ვინგსმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა „წყალტუბოს“ უკრაინელმა ლეგიონერმა სერგი ალფოროვმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ალფოროვის თანაგუნდელი და თანამემამულე, ცენტრალური თავდამსხმელი ოლექსანდრ რიხლიუკი (14 ქულა, 10 მოხსნა) და უკანახაზელი ზურაბ კორკოტაძე (10 ქულა, 11 მოხსნა).

„ვინგსის“ შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ცენტრალურმა თავდამსხმელმა დავით გუგავამ აჩვენა, რომელმაც 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

წყალტუბო - ვინგსი 67:55 (21:11, 17:16, 12:13, 17:15)

0.118415