კალათბურთი

21:07 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"წყალტუბომ" სეუს გადაასწრო

საკალათბურთო "ა" ლიგაში მორიგი მატჩი "წყალტუბოსა" და სეუს შორის შედგა, რომლებიც პირველი წრის შემდეგ 8-8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებდნენ. პირველი წრის შეხვედრა სეუმ მოიგო (75:70). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერლებს რევანშისთვის უნდა ეზრუნათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "წყალტუბოს" უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ, იმერლები 10 ქულის სხვაობით - 17:7 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში "წყალტუბომ" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შესძლო, მეტოქეს 65:54 სძლია და მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

გამარჯვებაში ლომის წვლილი უკრაინელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოლექსანდ რიხლიუკმა შეიტანა, რომელმაც 24 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სეუს მხრიდან ყველაზე მეტი - 21 ქულა ფოუსეინ კამარამ დააგროვა.

წყალტუბო - სეუ 65:54 (17:7, 10:12, 17:17, 21:18)

0.115285