კალათბურთი

21:14 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითამ” მე-2 წრის პირველი მატჩი 3 ქულით წააგო

თბილისის “ვითამ” ვითიბი ლიგის გათამაშებაზე ზედიზედ მე-16 მატჩი წააგო. ქართულმა გუნდმა ტურნირის მეორე წრის პირველი შეხვედრა სტუმრად ვოლგოგრადის “ოქტიაბრთან” 82:85 წააგო.

“ვითამ” ბოლო მეოთხედი კარგად ჩაატარა, 28:12 მოიგო, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა რუსულ გუნდთან თბილისელებმა სპორტის სასახლეში 67:110 დათმეს.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი “ვითას” წევრი გახდა ომარ ტომასი, რომელმაც განვლილ მატჩში 33 ქულა ჩააგდო და 10 მოხსნაც მიითვალა. ამერიკელის სარგებლობიანობის კოეფიციენტი კი 36 გახლდათ.

ქართული გუნდის მხრიდან ჯამში მოედანზე 7 კალათბურთელი გამოვიდა. 10-ქულიანი ზღვარი ოთხმა კალათბურთელმა გადალახა.

მომდევნო მატჩს “ვითა” მოსკოვის ცსკა-თან 24 იანვარს 19:00 საათზე გამართავს.

0.115534