ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ყველაზე საინტერესო დაპირისპირება “ბილბაოსა” და “ბარსელონას” შორის შედგება.
პირველი რაუნდის მატჩები 20 იანვარს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები ერთ კვირაში ჩატარდება.
1/4 ფინალური წყვილები ასეთია:
ბილბაო – ბარსელონა
სელტა – ატლეტიკო
ვალენსია – ლას პალმასი
სევილია – მირანდესი