ბათუმის “დინამომ”, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრისთვის მზადება 9 იანვარს დაიწყო, თურქულ შეკრებაზე სპარინგ-მატჩებში მეტოქეთა ვინაობა გაარკვია.
ბათუმელები 16 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავლენ და 23-26 იანვარს საწყის საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებენ. 28 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, “დინამო” თურქულ ბელეკში შეიკრიბება და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს:
31 იანვარი - „პოდბრეზოვა“, სლოვაკეთი, 3 თებერვალი - „პაკში“, უნგრეთი, 6 თებერვალი (სავარაუდო თარიღი) - „ბოტოშანი“, რუმინეთი, 8 თებერვალი - „ზორია“, უკრაინა, 9 თებერვალი - „ირტიში“ ყაზახეთი.