ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker–მა ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ბერლინის “ჰერტადანაა”, რომელმაც კვირას “მაინცი” დაამარცხა (2:0).
მე-17 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: რობერტ ცილერი (“ჰანოვერი”);
მცველები: ჯონათან ტაჰი (“ლევერკუზენი”), ფრედერიკ სორენსენი (“კიოლნი”), მიტჩელ ვეიზერი, მარტინ პლატენჰარდტი (ორივე “ჰერტა”);
ნახევარმცველები: ლუკას რუპი, დანიელ დიდავი (ორივე “შტუტგარტი), სალომონ კალუ (“ჰერტა), ალექსანდერ ესვეინი (“აუგბურგი”);
თავდამსხმელები: ლარს შტინდლი (“გლადბახი”), ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა).