კალათბურთი

13:33 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის "გრაველინმა" "დიჟონსაც" მოუგო და საფრანგეთის ჩემიონატში მე-2 ადგილზეა

გიორგი ცინცაძის „გრაველინი“ საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას აგრძელებს. დიუნკერკელებმა მორიგ, მე-13 ტურში „დიჟონს“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად - 89:68 სძლიეს.

ქართველმა უკანახაზელმა 9 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. ცინცაძემ პერიმეტრიდან 3-ჯერ შეუტია და 1 სამქულიანი ჩააგდო. სხვა სტატისტიკური მონაცემი გიორგის არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით რომ ქართველ გამთამაშებელზე დიჟონელები 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

„გრაველინს“ ენდრიუ ალბისიმ 20 ქულით ულიდერა, 14-14 ქულა კი სტივენ გრეიმ და ჯან ფრედერიკ მორენსიმ მიითვალეს.

10 მოგებითა და 3 მარცხით ცინცაძის გუნდი მე-2 ადგილზეა. გრავლინელები მომდევნო ტურში, 22 დეკემბერს სტუმრად „ლე ავრს“ ეთამაშებიან.

www.gbf.ge

0.129584