სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

23:31 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვთბ-ლიგაში” ალექსეი შვედი აღიარეს

“ვთბ-ლიგაში”, სადაც თბილისის “ვითა” ასპარეზობს, მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ხიმკის” გამთამაშებელი ალექსეი შვედი დაასახელეს.

“ხიმკიმ” “ლოკომოტივს” 101:82 მოუგო. შვედმა გუნდს 32 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. შვედის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +34 უწია.

შეგახსენებთ, რომ შვედი გასულ წლებში “მინესოტას”, “ფილადელფიას”, “ჰიუსტონის” და “ნიუ იორკის” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118742