ფეხბურთი

21:32 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნევილმა “ვალენსიას” გამო, 15 მილიონ ფუნტზე თქვა უარი

“ვალენსიას” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გარი ნევილმა “ღამურებში” მუშაობის გამო, 15 მილიონ ფუნტზე თქვა უარი.

ბრიტანული გამოცემის Daily mail-ის ცნობის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მცველს Sky Sports-ი გაუმჯობესებულ ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც ჯამში 15 მილიონ ფუნტს მიიღებდა, თუმცა გარიმ “ვალენსიასთან” ექვსთვიანი ხელშეკრულების გაფორმება არჩია.

ნევილი Sky Sports-ში 2011 წლიდან საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა და ერთ-ერთ წამყვან კადრადაც ითვლებოდა. როგორც არხის ხელძღვანელობამ განაცხადა, ნევილს დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლება.

რაც შეეხება გარის მეორე სამსახურს, ის ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას კვლავ განაგრძობს.

40 წლის ინგლისელი დღეს “ვალენსიას” საწვრთნელ ბაზას “სიუდად დეპორტივა დე პატერნას” პირველად ეწვია, ფეხბურთელებს შეხვდა და ვარჯიშს დაესწრო. ამის შემდეგ, მან კლუბის პრეზიდენტ ლეიჰუნ ჩენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და “მესტალიასაც” ეწვია, სადაც მისი ოფიციალური წარდგენა მოხდა.

0.160143