1 დეკემბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლეს.
შეგახსენებთ, რომ პოლონურ ქალაქ კოლობჟეგში დასრულებულ მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გაგიკ პოზოიანმა (56 კგ.) და ესკერხან მადიევმა (64 კგ.) მოიპოვეს. პოლონეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელს, ბეჟან ჭიჭინავას 7 მოკრივე ჰყავდა წაყვანილი და აქედან სამმა მედალი მოიპოვა.
მოკრივეთა შედეგები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატებზე
დიდები
ოთარ ერანოსიანი (60 კგ) - ვერცხლი
ზაალ კვაჭატაძე (75 კგ) - ბრინჯაო
ახალგაზრდები
ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) - ოქრო
ესკერხან მადიევი (64 კგ) - ბრინჯაო
გაგიკ პოზოიანი (56 კგ) - ბრინჯაო
ჭაბუკები
სახილ ალახვერდოვი (46 კგ) - ოქრო
ბადრი ხუციშვილი (63 კგ) - ბრინჯაო
არტიომ იორდანიანი (80 კგ) - ბრინჯაო
მოსწავლეთა შორის
ტიგრან შატბეროვი (44.5 კგ) - ოქრო
გიორგი ლაზარაშვილი (41,5 კგ) - ბრინჯაო
გიორგი წაწალაშვილი (50 კგ) - ბრინჯაო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური