ჭიდაობა

21:58 | 14.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

13 მედალი სოფიიდან

საქართველოს ჭაბუკ სამბისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 7 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი, ერთით ნაკლები მედალი მოიპოვა, რაც საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 პოზიციის დასაკავებლად ეყო. სოფიაში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ორივე ასაკობრივი ჯგუფის ბოლო სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და 6 ქართველიდან კვარცხლბეკზე 4 ავიდა.
ჭაბუკებმა საერთო მონაგარს სამივე სინჯის თითო მედალი შემატეს. ომარ ნიაზაშვილი (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ილია ოთიაშვილს (87 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგებაღა დააკლდა, გიორგი ნათათრალაშვილმა (56 კგ) კი, მე-3 ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდული გუნდის წევრთაგან დღეს ყველაზე შედეგიანად მიხეილ ჩოხელმა (74 კგ) იჭიდავა – ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გუნდურ ჩათვლაში ორივე ასაკობრივ ჯგუფში რუსები გაჩემპიონდნენ. ჭაბუკებში მეორე-მესამე ადგილებზე საქართველო და სომხეთი გადანაწილდნენ, ახალგაზრდებში – ყაზახეთი და საქართველო.
აქვე, ქართველ სამბისტთა სრული მონაგარი:

ჭაბუკები
ომარ ნიაზაშვილი (70 კგ) – ოქრო
ლევან კირკიტაშვილი (65 კგ) – ვერცხლი
უშანგი მარგიანი (75 კგ) – ვერცხლი
ილია ოთიაშვილი (87 კგ) - ვერცხლი
ირაკლი კუპატაძე (48 კგ) – ბრინჯაო
გიორგი ნათათრალაშვილი (56 კგ) – ბრინჯაო
გიორგი ლაზუაშვილი (+87 კგ) – ბრინჯაო

ახალგაზრდები
ამირან იანვარაშვილი (82 კგ) – ოქრო
ირაკლი ლომიძე (68 კგ) – ვერცხლი
უშანგი კოკაური (+100 კგ) – ვერცხლი
გივი ნადარეიშვილი (52 კგ) – ბრინჯაო
მიხეილ ჩოხელი (74 კგ) – ბრინჯაო
თემურ ხაჩიძე (90 კგ) - ბრინჯაო
    
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.117499