ფეხბურთი

16:00 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელების მორიგი მარცხი

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურის მატჩში შვედეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი ბექა ქურდაძის კარში 71-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შემოსული ძანელი მარჯვენა ფლანგზე კარგად გაისარჯა, შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი მრაბტი მოძებნა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც შორეულ კუთხეში გაუტანა ქურდაძეს.

საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დარჩა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

საქართველო - შვედეთი 0:1 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო:ქურდაძე, გეგჭკორი, დვალი (კ), უბილავა,აბურჯანია, პაპუნაშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ცნობილაძე,კაჭარავა (ჭანტურია 62),ფანცულაია (კოჭლაძე 46).
მწვრთნელი:ალექსანდრეჩივაძე

შვედეთი:კაიტოფტი,ვალქვისტი,ჰედლუნდი,ჯ.ნილსონი,ლუნდქვისტი,ტიბლინგი (კ) ; ოლსონი (სევანკამბო 90), მრაბტი,ტანკოვიჩი (გ.ნილსონი 84), ფრანსონი (ძანელი 67)ენგვალი
მწვრთნელი:ჰაკანერიქსონი

გოლი: მრაბტი (72)
გაფრთხილებები: კიტეიშვილი, ცნობილაძე - ტანკოვიჩი, ჯ.ნილსონი
მსაჯები: ბენუა მილოტი ; სტეფანლუსი ; ჟულიენ პასელი ; ჟერომ მიგელგორი (სათადარიგო) (ყველა საფრანგეთი)

1. ხორვატია 4 4 0 0 12:0 12
2. ესპანეთი 4 3 1 0 13:3 10
3. შვედეთი 4 3 1 0 10:1 10
4. საქართველო 6 2 0 4 8:12 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2:15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1:15 1
0.115092