ჩოგბურთი

18:49 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რადვანსკა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირში ვითამაშებ. ამ ტურნირთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. იქ საოცარი გულშემატკივრები არიან, ერთი სული მაქვს სინგაპურში როდის ჩავალ და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს გავეჯიბრები” – განაცხადა აგამ.

წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება ჯერჯერობით ხუთმა ჩოგბურთელმა მოიპოვა: სიმონა ჰალეპი, მარია შარაპოვა, გარბინე მუგურუზა, პეტრა კვიტოვა და აგნეშკა რადვანსკა. შეგახსენებთ, რომ რეიტინგის ლიდერმა სერენა უილიამსმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 25 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დამთავრდება.

0.115602