ფეხბურთი

18:25 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მენდიეტა: “მიეცით ბენიტესს დრო და ის “რეალს” ტიტულებს მოაგებინებს”

“ვალენსიას” ყოფილი ნახევარმცველი გაისკა მენდიეტა მიიჩნევს, რომ “რეალი” რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით წარმატებას მიაღწევს, თუკი კლუბის თავკაცები მწვრთნელს ენდობიან და საჭირო დროს მისცემენ.

“არ ვფიქრობ, რომ ბენიტესს დაცვითი ფეხბურთი მოსწონს. მას დრო და ნდობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ “რეალი” ტიტულებს მოიგებს”- მენდიეტას სიტყვებს “მარკა” ციტირებს.

ბენიტესმა “რეალში” კარლო ანჩელოტი ზაფხულში ჩაანაცვლა. “რეალმა” მისი ხელმძღვანელობით პრიმერადივიზიონში 7 მატჩი ჩაატარა, სადანაც 4-ში იმარჯვა, ხოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა. “სამეფო კლუბი” 15 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება.

0.124625