სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

3:00 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 12 ქულა ფრანგულ ლიგაში

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატი 3 მატჩით გაიხსნა, რომელთაგან ერთ-ერთშიც გიორგი ცინცაძის “გრაველინმა” “რუენი” იოლად – 89:67 დაამარცხა.

ქართველი უკანახაზელი ფრანგულ ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო თამაშში სათადარიგო გახლდათ და 16 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რაც ჩინებული მაჩვენებელია.

გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში 19-19 ქულა სტივენ გრეიმ და ენდრიუ ალბისიმ მოაგროვეს, მარკუს დავმა კი 18 ქულა მიითვალა.

გრაველინელებს მომდევნო მატჩი უკვე 6 ოქტომბერს ელით, როდესაც “ნანსის” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11683