ფეხბურთი

16:53 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საფეხბურთო საზოგადოებაში შექმნილ სიტუაციას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე მოვლენებმა, საკმაოდ მძიმე ფონი შექმნა საფეხბურთო საზოგადოებაში. ზოგიერთ შემთხვევაში, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან ერთმანეთის მიმართ არაკორექტულ გამონათქვამებს, რაც ვფიქრობთ არ წაადგება ქართულ საფეხბურთო სამყაროს და ზიანის მომტანი იქნება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის.

ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ ყველას, რომ დაცული იქნას ეთიკის ნორმები, რადგანაც არჩევნები ჩაივლის და საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლები დავრჩებით ერთმანეთის პირისპირ.
როგორც, ჩვენ სასიქადულო ვეტერან ფეხბურთელებს, აგრეთვე მათ შემდგომ თაობებს და იმ ადამიანებს, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ერთობლივად მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა და ქართული ფეხბურთის ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

0.115645