საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” მინიმალური ანგარიშით 1:0 ამარცხებს.
ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლევან მჭედლიძის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა გორდონ სტრაჩანის შეგირდებს ჰქონდათ, თუმცა პერიოდულად საქართველოს ნაკრებიც ახერხებდა შეტევებს და მომენტების შექმნას.