საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ციკლში მე-2 მატჩი წააგო. “ბორჯღალოსნები” ეშერის მოზლი როუდზე კანადას გაეჯიბრნენ და 15:16 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლელოების მხრივ (2:1) ქართველებმა კანადელებს აჯობეს, თუმცა, ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის ბოლო წუთებზე ლელო ბექა წიკლაურმა გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა, გარდასახვა გავაცუდეთ და წაგებას ვერ გადავურჩით.
მანამდე ლელო გიორგი თხილაიშვლმა დადო და გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ გამოიყენა. ლაშასვე ეკუთვნის ჯარიმიდან აღებული 3 ქულაც.
საქართველოს ნაკრები ბოლო მოსამზადებელ მატჩს 5 სექტემბერს იაპონიასთან ჩაატარებს.