ფეხბურთი

16:10 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანიუ” გაფორმებას ეცდება, “ლაციო” - შენარჩუნებას

დღეს საღამოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 5 მონაწილე გამოვლინდება. გასამართი მატჩებიდან ყველა მეტ-ნაკლებ ინტერესს იწვევს და გარანტირებული არცერთ გუნდს არაფერი აქვს.

ლევერკუზენში, ადგილობრივი “ბაიერი” რომის “ლაციოს” დაუხვდება და ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება. იტალიის დედაქალაქში თანაბარი თამაში იყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქმე თითქმის ერთი და იგივე კლასის გუნდებთან გვაქვს.

დღევანდელ მატჩში სტუმრებს წამყვანი ფებხურთელები ლუკას ბილია და მიროსლავ კლოზე დააკლდებიან. მირომ დაზიანება სწორედ ამ გუნდთა პირველ შეხვედრაში მიიღო, ხოლო ბილიამ იტალიის ჩემპიონატის მატჩში, სადაც გოლიც გაიტანა. მათ გარდა გამორიცხულია ფილიპ ჯორჯევიჩის თამაშიც, ხოლო ფედერიკო მარკეტის მდგომარეობა დასაზუსტებელია.

კლოზესა და ჯორჯევიჩის არყოფნაში კი გერმანელებს ისევ კეიტა ბალდე შეუტევს, რომელმაც პირველ მატჩში გადამწყვეტი სიტყვა თქვა.

რაც შეეხება როჯერ შმიტდის გუნდს, ტრავმის გამო ახალწვეული ჩარლს არანგიზი და სამხრეთ კორეელი სონი არ ეყოლება.

აზიელს ძირითად შემადგენლობაში შვეიცარიელი მეჰმეტი ჩანააცვლებს, ვინაც რომში შეცვლაზე შევიდა და საკმაოდ აქტიურიც იყო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; კრამერი, ბენდერი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი; კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიტდი

“ლაციო” (3-4-3): ბერიშა; მაურისიო, დე ვრეი, რადუ; ბასტა, ონაზი, პაროლო, ლულიჩი; კანდრევა, კეიტა, ფელიპე ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია. ლუის ვან გაალის გუნდმა ბელგიურ “ბრიუგესთან” შინ ორბურთიანი სხვაობით მოიგო. იმ მატჩში “მანკუნიანელები” გამარჯვებას დიდწილად მემფის დეპაის უნდა უმადლოდნენ, ვინაც გასაოცარი გოლები გაიტანა და ბოლოს საგოლე პასიც მიითვალა.

დანაკლისი ვან გაალს ფაქტობრივად არა აქვს, თუ არ ჩავთვლით ფილ ჯონსის არყოლას. დავიდ დე ხეა კი განაცხადს მიღმა ჰოლანდიელის სურვილით დარჩა და ეს უკვე აღარც გვაკვირვებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბრიუგე” (4-3-3): ბრუზესე; დე ფოვი, კულსი, დუარტე, დე ბოკი; სიმონსი, ვორმერი, ვაკაკენი; დიაბი, დე სუტერი, ვასკესი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

“მანჩესტერი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი; მატა, ფელაინი, დეპაი; რუნი

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

მოსკოვში, ცსკა ლისაბონის “სპორტინგს” დაუხვდება. რუსებს ლუზიტანელთა წინააღმდეგ ერთბურთიანი სხვაობა აქვთ აღმოსაფხვრელი. მათ წისქვილზე წყალს კი სტუმრად გატანილი გოლი უნდა ასხამდეს.

ბელგრადში, იგივე ამოცანა აქვს გადასაჭრელი “პარტიზანს”. ოღონდ, სერბებს ბორისოვის “ბატესთან” გოლი არ გაუტანიათ და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ანალოგიურ სიტუაციაში იქნება კვიპროსის ჩემპიონი “აპოელი”, რომელსაც ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანასთან” 0:1 აქვს წაგებული.

0.117975