ესპანეთის პრიმერა დივიზონში კალენდარული მატჩები 30 და 31 დეკემბერს გაიმართება ამის შესახებ ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მატჩები 2016 წლის 3 იანვარს გამართულიყო, მაგრამ დამდეგ ზაფხულს გასამართი ევროპის ჩემპიონატის გამო გეგმები შეცვალეს. ახალი კალენდარი ლა ლიგას საშუალებას მისცემს 15 მაისს დასრულდეს, რითაც “ფურია როხას” ევროფორუმისთვის მოსამზადებლად მეტი დრო დარჩება.
ბოლოს ესპანეთში ასეთ დროს მატჩები შორეულ 1990 წელს გაიმართა. პრიმერა დივიზიონის ახალი სეზონი სტარტს “მალაგასა” და “სევილიას” მატჩით აიღებს.