ფეხბურთი

11:38 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერულ კლუბებს ოტამენდი სურთ

როგორც Daily Mirror იუწყება, "მანჩესტერ სიტი" 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ნიკოლას ოტამენდით დაინტერესდა. "ვალენსიას" ცენტრალური მცველის შეძენა ასევე სურს "მანჩესტერ იუნაიტედს".

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლა ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ოტამენდიმ საფეხბურთო კარიერა არგენტინულ "ველესში" დაიწყო. 2010 წელს ევროპაში განაგრძო კარიერა და "პორტოს" ფეხბურთელი გახდა. 2014 წლიდან "ვალენსიას" ფეხბურთელია.

თეგებიოტამენდი
0.119514