უეფამ 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სია სამ ფეხბურთელამდე შეამცირა. 27 აგვისტოს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი იბრძოლებენ.
აქამდე უეფას მიერ 10 ფეხბურთელი იყო შერჩეული, რომელთაგანაც საუკეთესო სამი უეფას წევრი 54 ქვეყნის მიერ შეირჩა.
ჟურნალისტებს ხუთი ფეხბურთელი უნდა შეერჩიათ და მათთვის შესაბამისი ქულები მიენიჭებინათ – პირველს ხუთი, მეორეს ოთხი და ასე თანმიმდევრულად.
საბოლოოდ, პირველი სამეული მესის, რონლადუსა და სუარესისგან დაკომპლექტდა.
დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) – 24 ქულა
ნეიმარი (“ბარსელონა”) – 23
ედენ აზარი (“ჩელსი”) – 21
ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”) – 12
არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”) – 11
კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 8
პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 5
აღნიშნული პრიზი 2011 წელს მესიმ მოიგო, 2012-ში ანდრეს ინიესტამ, 2013 წელს უკვე ფრანკ რიბერიმ იპირველა, ხოლო ერთი წლის წინ რონალდუმ.