ხროგორც Daily Mail იუწყება, ჟოზე მოურინიოს სტამბოლის “გალათასარაის” 22 წლის მარცხენა მცველის ალექს ტელესის შეძენა სურს. პორტუგალიელი ახალგაზრდა მოთამაშეს ფელიპე ლუისის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა.
ტელესი ბრაზილიურ კლუბებში “ჟუვენტუდესა” და “გრემიოში” თამაშობდა. 2014 წლიდან თურქულ კლუბში რეგულარულად თამაშობს.
გასულ სეზონში ტელესი თურქეთის სუპერლიგისა და თურქეთის თასის გამარჯვებული გახდა.