ბირმონგემის "ატონ ვილას" ტავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Sky sports იუწყება. “ასტონ ვილამ” და მერსისაიდულმა კლუბმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით სატრანსფერო თანხა 32,5 მილიონ სტერლინგს აღწევს.
წარმოშობით ზაირელი ფეხბურთელი 2012 წლიდან “ასტონ ვილასთვის” თამაშობდა. იგი ბელგიური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ლიეჟის “სტანდარტსა” და “გენკში” თამაშობდა. ასევე იყო “კორტრაიკისა” და “მეხელენის” წევრი.
გასული სეზონის პრემიერლიგაში ბენტეკემ 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა.