19 წლის მაროკოელი ფეხბურთელი მოჰა ელ ორიაჩიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და “სტოკ სიტის” ფეხბურთელი გახდა.
“მან ნახა თუ როგორ პროგრესირებდნენ ბოიანი და მარკ მუნიესა ჩვენს კლუბში. გადაწყვიტა თავადაც მათ გზას დადგომოდა. მოჰა მოხარულია მიღწეული შეთანხმებით”, – თქვა ინგლისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი სქოულზმა.
მოჰა “სტოკის” წევრი თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა. ასე რომ, ინგლისურმა კლუბმა მაროკოელი მოთამაშე უფასოდ დაიმატა.