ფეხბურთი

18:40 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლენსი “სანდერლენდის” ფეხბურთელია

27 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯერმეინ ლენსი კიევის “დინამოდან” 8 მილიონი სტერლინგის სანაცვლოდ “სანდერლენდში” გადავიდა. კონტრაქტის ხანგრძლივობა 4 წელს შეადგენს. წარდგენისას ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩემს თვისებებში შედის სისწრაფე, შემიძლია, როგორც გოლის გატანა, ასევე საგოლე მომენტის შექმნა.

ვნახე “ნიუკასლისა” და “სანდერლენდის” მატჩი. “სანდერლენდის” გულშემატკივრებით აღფრთოვანებული ვარ”, – განაცხადა ლენსმა.

ინგლისურ კლუბს ჰოლანდიელი დიკ ადვოკაატი წვრთნის. ლენსსა და ადვოკაატს თავის დროზე “ალკმაარსა” და პსვ-ში ერთად უმუშავიათ.

ლენსმა კიევის “დინამოს” შემადგენლობაში უკრაინის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.114425