19 წლის ჯონათან ტაჰი “ჰამბურგიდან” ლევერკუზენის “ბაიერში” გადავიდა. გერმანიის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.
“ჯონათანი ნამდვილი ტალანტია. გასულ სეზონში პრაქტიკა “ფორტუნაში” მიიღო. მისი შეძენა დიდი ინვესტიციაა, რაც მომავალში ნათლად გამოჩნდება”, – თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.
ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი იჯარის წესით მეორე ბუნდესლიგის კლუბ დიუსელდორფის “ფორტუნაში” გაატარა და 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.