ფეხბურთი

20:23 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ სვანაძე: “ორივე გუნდს გამარჯვების თანაბარი შანსი გვაქვს”

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერი” სტუმრად ისლანდიურ “ჰაფნარს” დაუპირისპირდება. აზერბაიჯანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

“ინტერში” ბევრი ახალი ფეხბურთელია. გუნდი შეთამაშების პროცესშია.

გვსურს ისლანდიაში ხელსაყრელი ანგარიშით დასრულდეს მატჩი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ.

ვნახე “ჰაფნარის” ორი მატჩი. შემიძლია გითხრათ, რომ კლუბებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. ხვალ ვიხილავთ საინტერესო თამაშს “ – აღნიშნა სვანაძემ.

16 ივლიის “ჰაფნარისა” და ბაქოს “ინტერის” პირველი მატჩი ისლანდიის ქალაქ ჰაფნარფიორდურში თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ ბაქოს “ინტერმა” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური “ლაჩის” ბარიერი დაძლია.

შეგახსენებთ “ინტერში” ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლომაია და ლაშა კასრაძე თამაშობენ.

0.115397