ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი ბელგრადის "პარტიზანსა" და გორის "დილას" შორის ფრედ 0:0 დასრულდა.
სრულ უპირატესობას მასპინძლები ფლობენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. სერბებმა რამდენიმე ეპიზოდში მწავედ შეუეტიეს "დილას" კარს, თუმცა სოსიაშვილის გუნდი დაცვაში საიმედოდ თამაშობს, ქართული გუნდი თავს კარგად იცავს.
ერთ ეპიზოდში ოთარ მარცვალაძეს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტის შექმნის კარგი შანსი, მასთან ახლოს ორი მცველი იყო. ოთარმა ერთი ჩამოიშორა, თუმცა მეორე მცველმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და კუთხური მოვიპოვეთ, რასაც "პარტიზანის" კართან ხიფათი არ მოჰყოლია.
პირველ ტაიმში გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ითამაშეს:
პარტიზანი: ჟივკოვიჩი, პეტროვიჩი, ჩირკოვიჩი, ბალაზიჩი, ვულიჩევიჩი, ჟევტოვიჩი, ნინკოვიჩი, ბაბოვიჩი, ბრასანაკი, უმარუ, ბოჟინოვი
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ილურიძე, გვალია, ნავალოვსკი, მარცვალაძე